ბიზნესი
30/09/2021

1 806 პროექტი, ₾2.49 მლრდ-ს ინვესტიცია - სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტები 

სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა 1806 პროექტი, 2.49 მლრდ ლარის ინვესტიცია, შეიქმნა 52 831 სამუშაო ადგილი. 

დეტალებზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. 

მისი თქმით, სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის სუბსიდირებით მხარი დაუჭირა 833 პროექტს, განხორციელდა 1.8 მლრდ ლარის ინვესტიცია. შეიქმნა 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.  

სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით, განხორციელდა 856 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, იურიდიული პირებისთვის, ინდმეწარმეებისთვის მხარდაჭერას - მცირე ფერმერული მეურნეობები, ბაღების გაშენება, სამაცივრე მეურნეობები და სხვა. ინვესტიციის ჯამურმა რაოდენობამ 464 მლნ ლარი შეადგინა, შეიქმნა 13 000-მდე სამუშაო ადგილი. 

მესამე კომპონენტი, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებით რეგიონებში, ინდმეწარმეებს მიწა გადაეცათ საინვესტიციო პირობებით, 117 პროექტია მხარდაჭერილი, 182 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნილია 10 000-მდე სამუშაო ადგილი.