ტურიზმი
04/08/2020

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ფონდის ცნობით, პროექტი მოიცავს ზარზმის მონასტრის დაზიანებული გუმბათის, ისტორიული წყაროს კონსერვაციასა და რეაბილიტაციას. ასევე მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროსკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.