ტურიზმი
03/03/2021
WizzAir ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერტთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ დროს. სწორედ ამის შემდეგ გვექნება ზუსტი მიმართულების დასახელების საშუალება. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ერთდროულად ყველა მიმართულებით ფრენას ვერ აღვადგენთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“,- აღნიშნა ანდრაშ რადომ.