ტურიზმი
17/02/2021

Wizz Air საქართველოდან ფრენებს, სავარაუდოდ აპრილიდან განაახლებს

Wizz Air საქართველოდან ფრენებს, სავარაუდოდ აპრილიდან განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, კომპანია მზად არის ფრენები განაახლოს, სწორედ ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც გაფართოებაც დასრულებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

Wizz Air-ის ავიაპარკი შედგება ახალი, ერთი ტიპის ხომალდებისგან: Airbus-ის A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან, რომლებიც მოიცავს A320-სა და A321ceo-ს. A321ceo-ს პირველი შეკვეთა Wizz Air-მა 2015 წლის ნოემბერში მიიღო

Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს.

Airlineratings-ის რეიტინგში Wizz Air დასახელდა 2020 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიად ევროპაში.