ტურიზმი
13/03/2020

ვალერი ჩეხერია: მთავრობის ინიციატივა დაგვეხმარება არ დავუშვათ სასტუმროების დახურვა

აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი მთავრობის გადაწყვეტილებას ტურიზმის ბიზნესისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე მნიშვნელოვანს უწოდებს.

ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ მთავრობის ადეკვატური რეაქცია დაეხმარება ბიზნესს გადარჩენაში.

"გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ დონეზე შევინარჩუნოთ ეს თანხები და გამოგავდგება პირველ რიგში თანამშრომლების შენარჩუნებისთვის და არ დავუშვათ სასტუმროებისა და რესტორნების დახურვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც მსხვილ, ასევე მცირე ბიზნესს და მათთვის ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, დიდი შეღავათია. ეს მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერაა", - განაცხადა ჩეხერიამ.