ტურიზმი
21/08/2020

Turkish Airlines-ი 29 აგვისტოდან საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება

თურქეთის ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 29 აგვისტოდან საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება.

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, Turkish Airlines-ი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას 29 აგვისტოდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს განახორციელებს.

არსებული განრიგით Turkish Airlines-ი რეისებს 26 სექტემბრამდე განახორციელებს და ყველა რეისი იქნება გამყვანი. ანუ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება. Turkish Airlines-ი თბილისიდან რეისს აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით განახორციელებს.

ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023