ტურიზმი
29/01/2021

ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის უწყება ₾2.04 მლნ-ის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2.042 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

აქტივობები მთელი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, რამაც საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარება და ხელშეწყობა უნდა განაპირობოს. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათი ძირითადი მიზანი  შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე, ქვეყნის იმ ტურისტული პროდუქტების წარმოჩენა, რომელიც აქტუალურია კოვიდ 19-ის გათვალისწინებით.

აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი სარეკლამო აქტივობები მიზნობრივ ბაზრებზეა დაგეგმილი.

აქტივობის ფარგლებში მოხდება ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება, საერთაშორისო გამოფენებსა და Roadshows-ებში მონაწილეობა, სატრენინგო მომსახურებების შესყიდვა, საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, რადიო, კინოთეატრები, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) და სხვა.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აუცილებელია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ პრიორიტეტული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ანტიკრიზისული კომუნიკაციის წარმოება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023