ტურიზმი
17/09/2020

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი “მწვანე ზონის” ქვეყნებთან ფრენების აღდგენას ითხოვს

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისათვის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შექმნილი ეკონომიკის პოსტ-ვირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე მრავალი ბიზნეს სუბიექტი ძლიერ დაზიანდა.

“ეს განსაკუთრებით დაეტყო ტურიზმის ინდუსტრიას. არსებული ვითარებაში გარდატეხის შეტანა შესაძლებელია მკვეთრი ცვლილებებით. შესაბამისად “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი” გამოხატავს ალიანსში წარმოდგენილი წევრების პოზიციებს და ბიზნეს საქმიანობების ამოქმედების მიზნით იზიარებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის 17 სექტემბერს დაგეგმილ აქციას და მის მთავარ მოთხოვნებს:

აღდგეს რეგულარული ფრენები ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან;

საქართველოს მოქალაქეებისათვის მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები და მის მაგივრად დაინერგოს PCR ტესტების პრაქტიკა;

ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის ეს პოზიცია ადეკვატურად იქნება აღქმული სახელმწიფოს მიერ, რაც მოგვცემს საშუალებას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთობლივი ძალებით უკეთესობისკენ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა”, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023