"ტურიზმის გავლენის მოდელი" ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელოვანი ხელსაწყოა"
საქართველოს „ტურიზმის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი და პროექტ „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის მოდერატორი მამუკა ბერძენიშვილმა დღეს გამართულ ვორკშოპზე „დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“, პროექტის მნიშვნელობასა და დადებით მხარებზე ისაუბრა.
„ტურიზმის გავლენის მოდელი“, მნიშვნელოვანი და პირდაპირი ხელსაწყოა კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. კარგი საშუალებაა კორონავირუსისგან გამოწვეულ სიტუაციას გავუმკლავდეთ და გვქონდეს მასზე დაკვირვების შესაძლებლობა. რეალურად, ამ ხელსაწყოს ინტეგრირებით შევძლებდით გვქონოდა მეტი ინფორმაციაა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ვიდრე ახლა გავქვს. ასევე ჩვენი დესტინაციის განვითარების ეტაპები გარკვეული მონაკვეთების ჭრილში შევადაროთ. რაც დაგვეხმარება კიდევ უფრო გავიგოთ რა მდგომარეობა გვაქვს ამ სფეროში.
არამხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლების ჭრილში ხდება დესტინაციის მაჩვენებლების შედარება, როგორც ამას მიჩვეული ვართ, არამედ გარემოს, სივრცის მოწყობის, საზოგადოების კულტურის და მათი ქვეკატეგორიების მიხედვით. საბოლოო ჯამში 300 ინდიკატორი გამოიყენება, რომ შეფასდეს მრავალწახნაგოვანი გავლენა ტურიზმზე და ჩვენს რეალობაზე,“ – აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
„ტურიზმის გავლენის მოდელი“, ახლახანს საუკეთესო ინოვაციურ პროექტად დასახელდა „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“, ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით, რომელიც ევროკავშირის დირექტივებს და ასოცირების ხელშეკრულებას ეფუძნება. როგორც ვორკშოპზე აღინიშნა, ეს მოდელი იყენებს მძლავრ ანალიტიკურ ხერხებს იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სწრაფად მოხდეს დიდი მონაცემების დამუშავება და არსებული რეალობის მოდელირება, იმ მოვლენებზე დაყრდნობით რაც გაგვაჩნია
„მაგალითად, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური გარემოს, კულტურის, საზოგადოების ყოფის, ტურისტის და სხვა კატეგოტიებში მონაცემთა ნაკლებობა გვაქვს ან ზოგ შემთხვევაში არც გაგვაჩნია. „ტურიზმის გავლენის მოდელი“, პირველ რიგში, დაგვანახებს იმ სუსტ წერტილებს, სადაც არ გაგვაჩნია ინსტრუმენტი ტურიზმის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ ჩვენ გადავალთ მუნიციპალური მონაცემების სიღრმისეულ დიფერენციაციაზე, დიდ მონაცემებთან ურიერთობა გაართულებს მდგომარეობას, სწორედ ამიტომ გვჭირდება ციფრული ტექნოლოგიები, რომ შევძლოთ მრავალი სახის მონაცემის დამუშავება და ცოდნის შექმნა და ტურიზმი გახდეს მდგრადი მამოძრავებელი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა,“–აღნიშნავს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „T4BS“ მიზნად ისახავს დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის შესაძლებლობების ჩვენებას ტურიზმის განვითარების ჭრილში. პროექტს 6 პარტნიორი 5 ქვეყნიდან - სლოვენია, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა და რუმინეთი ახორციელებს.