ტურიზმი
24/07/2020

ტურიზმი ყველაზე მეტად კახეთში გამოცოცხლდა

ტურიზმის სფეროში გამოცოცხლება შეინიშნება.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აღდგენა ძირითადად რეგიონებში, თბილისთან ახლოს, ან საზაფხულო დანიშნულების ადგილებში მიმდინარეობს

გამოცოცხლება ყველაზე მეტად კახეთს ეტყობა. მას კი მცხეთა-მთიანეთი მოსდევს.

საინვესტიციო კომპანია აჭარაში ზაფხულის სეზონზე ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურების პირობებშიც მნიშვნელოვან კლებას ვარაუდობს.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს:

• სამცხე-ჯავახეთი: რეგიონში გაუმჯობესება ბორჯომი-ბაკურიანის პოპულარული საზაფხულო დანიშნულებების ხარჯზეა მოსალოდნელი

• რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი და გურია: მიუხედავად გაუმჯობესებისა და სასტუმროების ჯამურად მოცულობით წილისა, ტურიზმის ჯამური ბრუნვა აქ მცირეა და ინდუსტრიაზე ეფექტი მინიმალურია

• თბილისში, იმერეთში, ქვემო და შიდა ქართლში გაუმჯობესება ნაკლებად შეიმჩნევა

 

 

Businesspartner