ტურიზმი
16/09/2020

ტურიზმი კრიზისამდელ მაჩვენებელს 2022 წლიდან დაუბრუნდება -თიბისი კაპიტალი

ტურისტული შემოდინებების მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი, ხოლო კრიზისამდელ მაჩვენებელზე დაბრუნება 2022 წლიდან-ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“  მაკრო-სექტორულ კვლევაში. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შემომავალი ტურიზმის სტრუქტურა ხელს შეუწყობს ინდუსტრიის შედარებით სწრაფ აღდგენას. ინიციატივა „Remotely from Georgia” სცენარის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა შემამსუბუქებელი ფაქტორი იყოს.

საბაზო სცენარის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლების წ/წ 83%- იანი ვარდნაა ნავარაუდევი, რაც, 2020 წლის დარჩენილ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან ფაქტობრივად ნულოვან შემოსავალს ნიშნავს.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2021 წელს მოსალოდნელია ეტაპობრივი აღდგენა, თუმცა შემოსავლებში 2019 წელთან შედარებით კვლავ ვარდნაა მოსალოდნელი, დაახლოებით - 50%-ით. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს შემოდინებები კრიზისამდელ მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბებს.

ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენება, რაც 2021 წლის პირველი ნახევრისთვისაა ნაგულისხმევი, საერთაშორისო მოგზაურობის თანდათანობით აღდგენას განაპირობებს. ამასთან, გაუმჯობესებული სამომხმარებლო სენტიმენტები და დასვენებაზე გადადებული მოთხოვნა ტურიზმის შედარებით სწრაფ აღდგენას
შეუწყობს ხელს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბიზნეს მოგზაურობა შედარებით გვიან აღდგება, რადგან რეგულარული ვიდეო-კონფერეციები ეფექტურად ანაცვლებს პირად შეხვედრებს და კომპანიები სამივლინებო ხარჯებს ამცირებენ.

საქართველოს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებისდაახლოებით ნახევარი რეგიონის ქვეყნებზე მოდის, ამასთან,მნიშვნელოვნად მაღალი წილი აქვს განმეორებით ვიზიტებს და შედარებით დაბალი - ბიზნეს და შორი მანძილიდან მოგზაურობას.

2019 წელს საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ მდგრადობა და ზრდის ძლიერი პოტენციალი გამოავლინა, რაც, მიუხედავად რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვისა, პანდემიამდე სექტორისდაახლოებით 20%-იანი ზრდით დასტურდება.

კვლევის მიხედვით, წლის დარჩენილ მონაკვეთში ისტორიული სეზონურობის გათვალისწინებით, ტურიზმის პოტენციალი მცირდება. შედარებისთვის,2019წ. IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების 19%, ადგილობრივი ტურიზმის 16%, ხოლო
გამყვანი ვიზიტები 25% განხორციელდა.

სექტემბრის დატვირთულობა მსხვილ სასტუმროებში, მიმდინარე ჯავშნებით მსხვილ სასტუმროებში ამჟამად კახეთში 23%-ია, ზღვისპირეთში 5%, რეგიონებში 7%, თბილისში 7%. დამატებით, ჯავშნების ნაწილი კოვიდ-19- მდე არის გაკეთებული.

კვლევის მიხედვით,აგვისტოში დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასებში (ADR) უფრო მოცულობით ფასდაკლებები შეინიშნება. ყველაზე მაღალი ფასდაკლებები ზღვისპირეთის მცირე და დიდ სასტუმროებშია. სექტემბერში გამოკთხულ მცირე სასტუმროებს ჯავშნები არ აქვთ.