ტურიზმი
07/12/2020

“თუ ტურიზმმა 2021 წელს აღდგენა დაიწყო, ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზრდება“-G&T

“თუ ტურიზმის სექტორმა  2021 წელს აღდგენა დაიწყო და 2019 წლის მაჩვენებლის 50%-ზე გავიდა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა  5%-ის ფარგლებში იქნება“, - პროგნოზს „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი აკეთებს.

ევა ბოჭორიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს,  რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ პოზიტიური ინფორმაციები დადებით მოლოდინებს აჩენს, თუმცა დიდია გაურკვევლობაც.

„თუ ტურიზმი არ აღდგა, ან არ აღდგა  იმ ტემპით, რაც მოსალოდნელია, რადგანაც გრძელდება გაურკვევლობა, რამდენად სწრაფად მოხდება ვაქცინაცია, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურიზმის გარეშეც იქნება ეკონომიკის ზრდა, თუმცა იქნება ბევრად დაბალი, დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში. ეს არის ის პროგნოზები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს“, - აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

რაც შეეხება 2020 წლის პროგნოზებს. ახალმა გაფართოებულმა შეზღუდვებმა მოლოდინები გააუარესა, შედეგად, ეკონომიკის ვარდნა 5.5%- ი იქნება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020