ტურიზმი
17/02/2021

ტოვებს თუ არა Ryanair-ი საქართველოს საავიაციო სივრცეს - მინისტრის განმარტება

ეკონომიკის მინისტრს არ აქვს ინფორმაცია, ტოვებს თუ არა საქართველოს საავიაციო სივრცეს Ryanair. ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია ქართული ბაზრით კვლავაც დაინტერესებულია.

“არ გვაქვს ინფორმაცია, რომ Ryanair-ი ფრენებს აღარ აღადგენს. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს როდის, რომელ ქვეყანასთან და რა დოზით აღადგინოს ფრენები. Ryanair-თან კარგი სამუშაო ურთიერთობები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მათთვის საქართველოში ფრენა კვლავ საინტერესო იქნება”,- განაცხადა თურნავამ.

BMG-ის ინფორმაციით, 2021 წელს Ryanair-ი საქართველოდან ფრენებს აღარ აღადგენს.