ტურიზმი
11/03/2022

თებერვალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან $105.2 მლნ მიიღო

თებერვალში საქართველოს 165 626 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. მათ შორის, განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. 

2022 წლის მეორე თვეში საქართველოში 137 148 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +55.4%-ია, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ  +282% შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ით  აღდგენაა. 2021 წლის თებერვალთა შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 670.8% აშშ დოლარით გაიზარდა.

Businesspartner