ტურიზმი
13/10/2020

"შერატონ ბათუმმა" 2019 წელი 2,2 მლნ-ის მოგებით დაასრულა

24.12 მლნ ლარის შემოსავალი და 2.2 მილიონის მოგება - „შერატონ ბათუმის“ მფლობელმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა.

სასტუმროს მფლობელი "ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის" წარმომადგენლობაა საქართველოში. 2019 წელს კომპანიას შემოსავალი 2.1 მილიონით გაეზარდა.

შემოსავლებში ყველაზე დიდი წილით ნომრების გაქირავებიდან მიღებული თანხაა - 13.8 მლნ ლარი, ბარიდან და რესტორნიდან შემოსავალი 5.39 მლნ იყო, სპა ცენტრიდან - 882 ათასი, კომერციული ფართების იჯარიდან 832.7 ათასი. ნუროლი რეზიდენსის ოთახების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 3.21 მლნ ლარს აღემატებოდა.

შერატონის ბრენდის გამოყენების უფლება კომპანიას შეძენილი აქვს Starwood Hotels & Resorts Worldwide,  ბრენდით სარგებლობასთან დაკავშირებული ფრანჩაიზინგის ხარჯი 2019 წელს 1 776 062  ლარი იყო.

„შერატონ ბათუმს“ 202 სასტუმრო და 26 ლუქსის ტიპის ნომერი აქვს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020