ტურიზმი
06/08/2020
შემცირებული ფასით "ბორჯომი ლიკანის" აუქციონი 4 სექტემბერს გაიმართება
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აუქციონი ოთხ სექტემბერს გაიმართება. საპარტნიორო ფონდს ობიექტი აუქციონზე 30 მლნ დოლარად გამოაქვს.
სასტუმროს კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.
„საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234 ათასი კვ.მ. მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს.
პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა გასული წლის დეკემბერში ჩაატარა, სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი 37,5 მლნ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეთა არარსებობის გამო.