ტურიზმი
08/07/2023

"შატილის შემდეგ, "სულფონის" ბრენდით მეორე სასტუმრო დუშეთშიც გაიხსნება

შატილის შემდეგ, "სულფონის" ბრენდით მეორე სასტუმრო დუშეთშიც გაიხსნება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საოჯახო სასტუმრო „სულფონის“ დამფუძნებელმა, ანნა ჭინჭარაულმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი სასტუმრო აგვისტოს ბოლოს, დუშეთის რაიონში, თბილისიდან 50 კილომეტრში ამოქმედდება. პროექტი სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ გრანტის ფარგლებში ხორციელდება. 

"სასტუმროში 4 ნომერი იქნება, სადაც 12 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი. ვფიქრობთ, მეტწილად ოჯახური დასვენებისა და ღამის გათევის მიმართულება ექნება,"-აცხადებს ჭინჭარაული.

აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმრო „სულფონის“ ბრენდის ქვეშ ამოქმედდება. 

შეგახსენებთ, საოჯახო სასტუმრო "სულფონი" ამ დროისთვის  შატილში უკვე მოქმედებს და სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. 

Businesspartner