ონის ავტოსადგური "მგზავრები" - უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში
ონის ავტოსადგური "მგზავრები" სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს დახმარებას სთავაზობს.
"ავტოსადგური ,, მგზავრები " ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში, ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩავიყვანთ შოვის ტერიტორიაზე. დაგვირეკეთ 599 12 09 29,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მეწყერი შოვში გუშინ ჩამოწვა. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.