ტურიზმი
07/07/2023

სულფონი: შატილში ჯავშნების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

შატილში, წინა წლებთან შედარებით, ჯავშნების რაოდენობა  მკვეთრად შემცირებულია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საოჯახო სასტუმრო „სულფონის“ თანადამფუძნებელმა ანნა ჭინჭარაულმა განუცხადა.

მისი ვარაუდით,  ტურისტული ნაკადების შემცირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გასულ წლებში არსებული წყალდიდობა გახდა. შესაბამისად, როდესაც დამსვენებლები  მსგავს ფაქტებს იგებენ, მათთვის ეს ერთგვარი დაბრკოლება ხდება და გაუთვალისწინებელ შემთხვევებს თავს არიდებენ.

ამ დროისთვის ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების მცირე რაოდენობა უკვე არსებობს, თუმცა,სასტუმროს დამფუძნებელს აქვს მოლოდინი, რომ აქტივობა სეზონის განმავლობაში უფრო გაიზრდება. 

"სეზონის საწყის ეტაპზე უფრო უცხოელი ვიზიტორები გვყავს, ვინაიდან მათ დასვენება წინასწარვე განსაზღვრული და დაგეგმილი აქვთ. ყველაზე ხშირად გვსტუმრობენ: გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნებიდან და ებრაელები. ივლისი-აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ქართველებიც აქტიურდებიან,"- აცხადებს ანნა ჭინჭარაული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასტუმროს დამფუძნებლის ცნობით, ამაზე საუბარი რთულია, ვინაიდან სიტუაცია ძალიან უკონტროლოა, რაც რაიმეს დაგეგმვას ართულებს.

როგორც თავად აღნიშნავს,  გასულ წელს შატილში გზების პრობლემა იყო, ასევე ელექტროენერგია და  ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. რაც საბოლოო ჯამში, სტუმრების რაოდენობაზეც აისახება.

„გავიგე, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო დამსვენებლები, რომლებიც ზღვაზე აპირებდნენ დასვენებას, მთისკენ აპირებენ წამოსვლას. თუმცა ჯერჯერობით ამ ნაკადებს ჩვენ ვერ ვგრძნობთ,"-აღნიშნავს სასტუმროს თანადამფუძნებელი.

როგორც ჭინჭარაული განმარტავს, რეგიონში სასტუმროს გარეთ აქტივობის პრობლემაა, რაც სტუმრების ფულის ხარჯვას ამცირებს. რაზეც თავად სტუმრებისგანაც სმენია. სწორედ ამიტომ, „სულფონის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საჭიროა გრანტების გამოყოფა, რომელიც ქალი მეწარმეებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023