სასტუმროების დატვირთულობა ზღვისპირეთსა და რეგიონებში გაზრდილია
სასტუმროების დატვირთულობა გაუმჯობესებულია.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა
გაზრდილია ზღვისპირეთის (+3 პპ), კახეთის (+6 პპ) და სხვა რეგიონის (+4 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო თბილისში შედარებით სტაბილურია.
მკვეთრი ზრდაა უქმეების დატვირთულობაში. გასულ კვირასთან შედარებით ზრდა საშუალოდ 56%, 28% და 27%-ს შეადგენს კახეთის, სხვა რეგიონების და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის,
შესაბამისად.
ამავდროულად საინვესტიციო კომპანიის კვლევის მიხედვით, კახეთის სასტუმროების საშუალო
დღიური ფასი ივლისში დაახლოებით 45%-მდეა შემცირებული, ხოლო დანარჩენ სასტუმროებში
შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება.
ივლსისი ჯავშნების მიხედვით თბილისში დატვირთულობა 4%-ია, ზღვისპირეთში 15%, კახეთში 37% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 19% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით). დატვირთულობა შედარებით დაბალია პატარა და საშუალო სასტუმროებისთვის, თუმცა აქაც კახეთი ლიდერობს 22%-ით.