ტურიზმი
09/11/2020

სასტუმრო კომპლექსი "ლოპოტა" გაფართოებას გეგმავს

სასატუმრო კომპლექსი „ლოპოტა“ ისევ გაფართოებას გეგმავს. კომპანია 2019 წლის ფინანსურ ანგარიშში წერს, რომ განვითარება გულისხმობს დამატებით 135 სასტუმრო ნომრის, ბოულინგის, ლუდსახარშის, საბილიარდოს, თევზის რესტორნის, ჯაზ კლუბის, აკვაპარკის და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ ჩოგბურთის 6 მოედნისა და კალათბურთის მოედნის აშენებას.

განვითარების გეგმის ფარგლებში 2019 წელს, სასტუმრო კომპლექსს დაემატა ღვინის შატო, პროექტის სრულმა საინვესტიციო ღირებულებამ 6 მლნ დოლარი შეადგინა. 

2019 წელს „ლოპოტამ“ 21.55 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2018 წელს - 15.4 მლნ. საოპერაციო მოგება 2.86 მლნ იყო, თუმცა წლიური ზარალი დიდი ფინანასური ხარჯის გამო 2.8 მლნ-ს შეადგენდა. სასტუმრო ოთახების საშუალო დატვირთულობა 59.9% იყო.

ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული “ლოპოტა სპა რეზორტი” დღესდღეობით 186 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 14 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, მინი გოლფის მოედანს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020