 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ტურიზმი
                                30/09/2020
                                
                            საქართველოში საავიაციო ტრაფიკი 80%-ით არის შემცირებული
EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოში საავიაციო ტრაფიკი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 27 ფრენა განხორციელდა, რაც წინა წლის 27 სექტემბერის მაჩვენებელ 80%-ით ჩამორჩება.
42 ქვეყანას შორის, საქართველო ფრენების კლებით 41-ე ადგილზეა.
საქართველოზე მეტად ფრენები მხოლოდ ისრაელშია შემცირებული (-88%), ყველაზე ნაკლებად მტკივნეული კი კოვიდ-კრიზისი ალბანეთისთვის (-26%), ლუქსემბურგისთვის (-31%) და თურქეთისთვის (-44%) აღმოჩნდა.


 
                         
                            