საქართველოსა და უკრაინას შორის ავიაბილეთები შესაძლოა $2-ით გაძვირდეს
საქართველოსა და უკრაინას შორის ავიაბილეთები 2 დოლარით გაძვირდება და ეს COVID-19-ის შედეგების ფონზე არ ხდება.
უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა, რადამ უკვე დაამტკიცა და ჯერი ახლა პრეზიდენტზეა, რომელმაც დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. შესაბამისად ამიერიდან უკრაინის აეროპორტებში გატარებისთვის მგზავრს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს. avianews.ge-ს ცნობით, გადასახადს მგზავრი ცალკე არ გადაიხდის და ის ბილეთში იქნება ასახული. დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს როგორც საერთაშორისო ისე შიდა ავიარეისებით მოსარგებლზე მგზავრს.
საავიაციო გადასახადის გადახდა შიდა რეისებზე მგზავრს 0.5 დოლარის ფარგლებში მოუწევს, ხოლო საერთაშორისო რეისებზე გადასახადის მოცულობა 2 დოლარითაა განსაზღვრული. აღნიშნული გადასახადისგან განთავისუფლებულნი არიან 2 წლამდე ბავშვები და ტრანზიტული მგზავრები
დამატებითი გადასახადი წესდება ავიატვირთებზეც. შიდა რეისებზე 1 ტონა ტვირთის გადაზიდვისთვის დამატებით 2,5 დოლარის მოცულობის გადასახადი დაწესდა, ხოლო საერთაშორისო ტვირთებზე კი 10 დოლარი.
COVID-19-ის პანდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: ერთი ქართული (Georgian Airways) და 3 უკრაინული (SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines).