სოფლის მეურნეობა
06/09/2021

Ferrero საქართველოში თხილის პლანტაციებს ყიდის

Ferrero საქართველოში თხილის პლანტაციებს ყიდის.

კომპანიის შვილობილმა „აგრიჯორჯიამ“ 1500 ჰექტარ ფართობზე გაშენებული პლანტაციები უკვე გაყიდა. ინფორმაციას ადასტურებენ „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“. გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიამ აბაშაში, მარტვილსა და სენაკში მდებარე პლანტაციები გაასხვისა.

ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ კომპანია მეორეხარისხოვან პლანტაციებს ყიდის, მის მფლობელობაში კი ჯერჯერობით რჩება ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში მდებარე პლანტაციები. კიდევ ერთი ინფორმაციით კი, Ferrero საქართველოს დატოვებას აპირებს. „ბიზნესპარტნიორი“ Ferrero-ს ქართულ წარმომადგენლობას დაუკავშირდა, თუმცა „აგრიჯორჯიაში“ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

Ferrero Trading LUX S.A საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და შპს "აგრიჯორჯია" დააარსა. კომპანიამ სამეგრელოში თხილის პლანტაციებისთვის მიწები შეისყიდა და გადამამუშავებელი საწარმოები ააშენა. ძირთადი საქმიანობა „ფერერო“ ჯგუფისთვის თხილის კულტივაციაა. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და უმსხვილესი დამსაქმებელია თხილის ადგილობრივ ბიზნესში.

კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2018 წლიდან „აგრიჯორჯიამ“ ოპტიმიზაციის პროგრამა წამოიწყო, რომელიც მიმარულია მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებასა და რენტაბელობის უზრუნველყოფაზე. პროგრამა მიზნად ისახავს 2 000 ჰექტარის მაქსიმალურად გამოყენებას და იმ 1,5 ჰექტარი პლანტაციის ექსპლუატაციიდან ამოღებას, რომლებზეც მოსავლიანობის მიზნები არ მიიღწევა.

ფინანსური ამგარიშგებიდან ირკვევა ისიც, რომ „აგრიჯორჯია“ ზარალზეა. გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 4 მლნ ევრო იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 71%-ით ნაკლებია. „აგრიჯორჯიას“ შეფასებით, ეს გაყიდვების შემცირებისა და სავალუტო კურსის ზრდის შედეგი იყო. ნულოვანი მოგების მიღწევამდე სამუშაო კაპიტალის შესავსებად, „აგრიჯორჯიას“ სესხს დედა კომპანია გამოუყოფს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
02

26/07/2021
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ტურიზმი

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ
04

19/05/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022