ბიზნესი
20/06/2023

ლისის ტბის მიმდებარედ, სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამაშუკელის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა იწყება. პროექტს კომპანია „ლისის თაუერსი“ ახორციელებს. 

პროექტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ "ლისი ტრიო" მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს ქმნის. ამიტომ, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება ჰიპერმარკეტებოს, გასართობი და საკვები ზონების აშენება. 

მომავალ მობინადრეებს ასევე ფიტნეს და სპა მომსახურება, აუზი, საბავშვო ბაღი და სამუშაო სივრცეები დახვდებათ. 

კომპანია აღნიშნული პროექტის უპირატესობად ელოგიურად სუფთა გარემოს და ქალაქზე პანორამულ ხედებს ასახელებს.

პროექტის საერთო ფართობი 60 000 კვ.მ შეადგენს და სამი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა მიწისქვეშა ორი სართული 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს დაიტევს.

სამივე კორპუსი 15-სართულიანია, მათგან საცხოვრებელი ნაწილი 11 სართულს შეადგენს. ამასთან, კორპუსებს აქვთ 2-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგური.

საცხოვრებელი კომპლექსი სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით. სამუშაოების დასრულების ვადაა 2027 წლის გაზაფხული.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პროექტზე საბოლოო თანხმობა მერიამ მიმდინარე წლის აპრილში გასცა.

 

Businesspartner