ტურიზმი
21/07/2020
საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ცას Air France-ს უხსნის
მთავრობა Lufthansa-ს შემდეგ, რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცას Air France-საც უხსნის. კონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აგვისტოდან პარიზსა და თბილისს შორის რეისების განხორციელება დაიწყება.
პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე Air France კვირაში ორი სიხშირით იფრენს.
“მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია Air Baltic-თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.