ფოტო: georgianjournal
ტურიზმი
17/05/2022

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

საქართველოს ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ექნება. ეს სტატუსი საქართველომ 20 ქვეყანას შორის მოიპოვა.

მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ქვეყნის ოთხსეზონიანი ტურისტული პოტენციალი გააცნოს გამოფენის 200 000 სტუმარს, მათ შორის 100 000 ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

ITB Berlin წარმომადგენლებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს.

ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში B2B ფორმატის შეხვედრებსაც გამართავს, გერმანიის ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. ქვეყნის ტურისტული მახასიათებლების უკეთ გასაცნობად კი დაგეგმილია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების მონახულებაც.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საინტერესოდ და მიმზიდევლად აფასებს ITB BERLIN გამოფენის დირექტორი. დევიდ რუცი ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ ლანდაშაპტზე აქტიურად ჩანს, თუმცა მას კიდეც აქვს საიდუმლოებები და სწორედ ამის გამოა, რომ საქართველო მასპინძელ ქვეყნად შევარჩიეთ.

"პანდემიის შემდეგ ადამიანებს სამოგზაურო ფინანსები დაზოგილი აქვთ და მათ ახალი ადგილების აღმოჩენა სჭირდებათ, საქართველო, როგორც ახალი ლოკაცია საინეტერსო იქნება განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის და სკანდინავიის ქვეყნების მოგზაურებისთვის. საქართველო გამოფნის მთავარ სცენას დაიკავებს და როგორც სტატიკა აჩვენებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოფენის მასპინძლობა ქვყენებისთვის მნიშვნელოვნად ნაყოფიერია. აქ მთავრი საკითხი ფრნებზე ხელმისაწვდომობაა - რაც საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს, აეროპორტები დიდი ტურისტული ნაკადების მისაღებად მზად არიან", - განაცხადა დევიდ რუცმა.

Businesspartner