ტურიზმი
26/09/2020

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროსთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანია 8.3 მლნ-ის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის მიმართულებით საბაგირო გზის პროექტისთვის „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 8.3 მილიონის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. 

თანხა ჯერ კიდევ 2012 წელს, Doppelmayr-თან  გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე უკვე შესყიდული საბაგიროს ტექნოლოგიური ნაწილის გადკეთებას და ახალი დეტალების დამზადებას მოხმარდება.

საბაგიროს თავდაპირველად ვარდების მოედანი და მთაწმინდა უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის, თუმცა შემდეგ მოგვიანებით ქვედა სადგურის ლოკაცია შეიცვალა და ახალ ლოკაციად „მეცნიერებათა აკადემიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობა განისაზღვრა.

არქიტექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მეცნიერებათა აკადემიის ეზოში არსებული ძველი სადგური 1956 წელს ექსპლუატაციაში შევიდა უშუალოდ, როგორც საჰაერო-საბაგირო გზის ქვედა სადგური და მისი გამოყენება შესაძლებელი იყო ახალ მარშრუტზე.

„საბაგიროს პროფილის ცვლილებამ გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ უნდა გადაკეთდეს უკვე შესყიდული საბაგიროს ტექნოლოგიური ნაწილი და დამზადდეს ახალი დეტალები, რათა ის გამოყენებადი იყოს ახალ ლოკაციაზე. თუმცა, საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია (2012 წ.) და დასაწყობებულია ვულფურტში (ავსტრია) და ოლტენში (შვეიცარია), კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH ვეღარ იძლევა სრულფასოვან გარანტიას საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალების გამართულ ფუნქციონირებაზე და გვთავაზობს განხორციელდეს ტექნოლოგიური ნაწილის სრულფასოვანი კვლევა, რის შედეგადაც იგი გასცემს შესაბამის დასკვნას, ხოლო პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციას მათი აღმოფხვრის საშუალებების შესახებ. შესაბამისად, შესაძლებელია საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილის დიდი ნაწილი კვლავ გამოყენებადი იყოს და აღარ გახდეს ახლის შეძენა საჭირო“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

აღსანიშნავია, რომ Dopplemayr-თან 2012 წლის 5 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების სრული ღირებულება (4 064 300 ევრო) უკვე ანაზღაურებულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020