ტურიზმი
10/03/2022

რუსეთ-უკრაინის ომმა ტურიზმის აღდგენა გადაავადა

რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო უარყოფითი გავლენა ქართული ტურიზმის ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანია. TBC Capital-ის აზრით, გავლენა გარდაუვალია და უკრაინა-რუსეთის ომი საქართველოსთვის სხვადასხვა რისკს შეიცავს, მაგალითად, ეკონომიკურ დაბრკოლებებს. ასევე რეგიონი სახიფათო ლოკაცია ხდება სტუმრებისთვის.

TBC Capital–ის მოლოდინით, 2022 წელი მშვიდად რომ გაგრძელებულიყო, ტურიზმის ინდუსტრიის ძლიერი აღდგენა გვექნებოდა, რადგან მოსალოდნელი იყო საერთაშორისო მოგზაურობების აღდგენა, 2019 წლის დონის დაახლოებით 62%–ის. მაგრამ, სამყარო უჩვეულო მდგომარეობაშია და TBC Capital-იც ცვლის პროგნოზს. უკვე გამოქვეყნდა ორი სცენარი: კონფლიქტის სწრაფი ან გრძელვადიანი გადაწყვეტა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო ზომიერად სარისკო მიმართულებად აღიქმება.

ამასთან უკრაინელი, რუსი და ბელორუსი მოქალაქეების მიგრაცია იწვევს გაურკვევლობას, მთლიან ვიზიტორებში მათი წილის გაგების მხრივ.

დროული გადაწყვეტის სცენარში, TBC Capital–ი ვარაუდობს, რომ მიგრაცია გრძელდება, თუმცა მხოლოდ მოკლე დროით. ასეთ შემთხვევაში, მიგრაცია ზრდის წლიურ მოგზაურობას, ქვითრები დაახლოებით $60 მლნ–ით იზრდება.

მეორე შემთხვევაში, ომი გრძელდება და სანქციები გამკაცრდება, მიგრაცია კი სავარაუდოდ გაიზრდება და უფრო დიდხანს გაგრძელდება. დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარით, მოგზაურობის ქვითრები იზრდება დაახლოებით $110 მლნ–ით და აღდგენა 55%-ს შეადგენს.

2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, რუსეთს საქართველოს ტურიზმში დომინანტური წილი ეჭირა და საერთაშორისო ვიზიტორების 19%-ს მოიცავდა, შემდეგ უკრაინა მოდის 3%-ით. თუმცა, პანდემიამ შეცვალა სურათი და 2021 წელს უკრაინის წილი გაიზარდა.

უახლესი ტენდენციები უკრაინას პერსპექტიულ ქვეყანად აყენებს ქართული ტურიზმის ბაზარზე.

რუსეთი, კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად, თუმცა პანმემიამდელ მაჩვენებელს ნელი ტემპით უბრუნდება.

რაც შეეხება ბელორუსს და სომხეთს, დაბალი დანახარჯების გამო, ამ ქვეყნების გავლენა საქართველოს ტურიზმზე შედარებით უმნიშვნელო იქნება.