ტურიზმი
23/02/2021

როგორი იქნება ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგური

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს კომპანია "ინჟმშენი 96“ ააშენებს.

კოპიტნარის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში "ინჟმშენი 96“ გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიამ „საქართველოს რკინიგზას“ სამუშაოების 1.23 მლნ ლარად შესრულება შესთავაზა.

ადგილზე დაგეგმილია ძველი რკინიგზის სადგურის შენობის სრული რეაბილიტაცია, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მოხდება ბაქანი #2-ის ამაღლება, კიბისა და პანდუსის მონტაჟის გათვალისწინებით. ბაქან #2-ზე მოეწყობა მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და ნავესებით. ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფრმაციო დაფები (ტაბლოები).

დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის.

პროექტით გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა.

კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაუკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ შატლები გადიყვანენ.

შეგახსენებთ, მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტების გაფართოება. 2021 წლის აპრილამდე, ანუ საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე, ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება.

საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია როგორც სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10-დან 18-მდე, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

ასევე თითქმის გაორმაგებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა. აეროპორტი ერთ საათში შეძლებს მოემსახუროს 1,200 მგზავრს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023