რა შემთხვევაში დაიბრუნებს საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს
„ყველა მაჩვენებლით ჩვენი ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ რაც გვქონდა სექტემბრამდე, სანამ მწვანე ქვეყნის სტატუსს ვატარებდით, მიღწეული არ გვაქვს,“ - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კითხვას, რა შემთხვევაში დაიბრუნებს საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.
მისივე განმარტებით, მწვანე შუქ-ნიშნის პრინციპი, რომელსაც კოვიდ დადებითობის მიხედვით საერთაშორისო სტანდარტით ქვეყნებს უნთებენ, სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა აქვს.
არსებობს: ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, წითელი ქვეყნის სტატუსი. ოთხ ფერად იყოფა.
"სხვადასხვაა მიდგომებიც. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, სექტემბრის შუა რიცხვებადე ყველა მაჩვენებლით, გვქონდა მწვანე ქვეყნის სტატუსი. მათ შორის: ასი ათას მოსახლეზე ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელებით, მილიონ მოსახლზე სიკვდილიაონობის მაჩვენებლით თუ სხვა. დადებითობის მაჩვენებლების ზღვარი, რომელსაც ახლა ჩვენ ვეყრდნობით, 4%-ს შეადგენს. საერთაშორისო სტანდარტი კი გულისხმობს რომ 5%-ზე დაბლა როცა ჩამოდიხარ დადებითობის მაჩვენებლით უკვე გაქვს დადებითი დინამიკა და შეგიძლია თანდათან შემსუბუქების პოლიტიკაზე იფიქრო.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია საწოლფონდის დატვირთულობის მაჩვეებლები, რეანიაციებში მყოფ ადამიანთა რაოდენობა და სასუნთქ აპარატებზე მყოფი პირების რიცხვიც. ასე რომ, ყველა მაჩვენებლით ჩვენი ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ რაც გვქონდა სექტემბრამდე, სანამ მწვანე ქვეყნის სტატუსს ვატარებდით, მიღწეული არ გვაქვს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.