ტურიზმი
24/05/2023

"ყველაზე მეტად გზები გვჭირდება" - ტურისტული კომპანია Violet ways

ქვეყანაში გზები უკიდურეს მდგომარეობაშია და პირველ რიგში, ეს უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” ტურისტული კომპანია Violet ways-ის დამფუძნებელი ვიოლეტა აროშიძე საუბრობს.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რასაც ტურისტული ჯგუფების მასპინძლობისას აწყდებიან, სწორედ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

“ჩვენი ტურისტული კომპანია მუშაობს ჯგუფური ტურების ჩამოყვანაზე საქართველოში. გვაქვს სხვადასხვა პროექტები - ფოტო ტური და სხვა შეთავაზებები. ახლახანს დავასრულეთ ერთ-ერთი პროექტი - გადამღები ჯგუფი გვყავდა რაჭა-ლეჩხუმში. თუმცა, ღვირიშის ჩანჩქერის შემდეგ ვერ ავიყვანეთ ტურისტები, იყო საშინელი გზა - ნაწვიმარი და ფეხით ავიდნენ იმ ტალახში ტურისტები. საოცარი სილამაზეა, თუმცა, გზა არ არის ფიზიკურად, რომ ავიყვანოთ და გავაცნოთ ის საოცრებები, რაც ჩვენ გვაქვს.

ძალიან გვჭირდება გზები. უკიდურეს მდგომარეობაშია და პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, გზებია” - აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” ტურისტული კომპანია Violet ways-ის დამფუძნებელი.

Businesspartner