Qatar Airways-ი თბილისი-დოჰის მიმართულებაზე ჩარტერულ ფრენებს გეგმავს
Qatar Airways-ი თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები 1, 15 და 29 სექტემბერს შესრულდება.
რეისები ამ დროისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე სექტემბრის განრიგში შეტანილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ რეისებზე კომპანიას ნებართვა ამ დროისათვის არ აქვს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროცესი შეთანხმების სტადიაზე იყოს.
ამ დროისთვის დაკონკრეტებული არ არის, თუმცა არსებული გამოცდილების მიხედვით, Qatar Airways-ის ჩარტერული რეისი იქნება მხოლოდ გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ Qatar Airways-ი მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზემეტ ფრენას მოიცავს ამერიკის, აფრიკის შუა აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.
ფრენების და ავიაბილეთების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე.