ტურიზმი
08/09/2021

პორტუგალიაში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე საქართველო TAP Air-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველოს პორტუგალიასთან პირდაპირი ავიარეისების დაწყება სურს. მოლაპარაკებები პორტუგალიის ეროვნულ ავიაკომპანია TAP Air Portugal-სთან მიმდინარეობს.

„დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შტამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი - პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, - წერს ლისაბონში მყოფი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.

შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის პრეზიდენტთან შედგა.

 

Businesspartner