ტურიზმი
30/09/2020

“პარტნიორები ტურიზმისათვის” დარჩელში ბუტიკ სასტუმროს მოაწყობს

"ბუტიკ არდადეგები საქართველოში" პროექტის ფარგლებში სამეგრელოში, დარჩელში პირველი სანიმუშო სახლი მომზადდება.

პროექტი სოფლად არსებული სახლების "ბუტიკ სასტუმრო სახლებად" გადაკეთებას გულისხმობს. სანიმუშო სახლი USAID ZRDA Activity in Georgia-ს და ორგანიზაციის „პარტნიორები ტურიზმისათვის“ თანამშრომლობით  შეირჩა. ბუტიკ სასტუმრო სახლების კონცეფცია აერთიანებს სრულ პაკეტს ბრენდირების, საოპერაციო მოთხოვნების და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების ჩათვლით.

პროექტი მიზნად ქვეყნის შიგნით ტურიზმის სფეროს განვითარებას ისახავს, ასევე შიდა პროდუქტის და სერვისების მაღალ დონეზე მიწოდების უზრუნველყოფას.

ჯგუფი “პარტნიორები ტურიზმისათვის” არის 24 ადამიანისგან  შემდგარი ჯგუფი, რომელიც ტურიზმის სფეროს კონსულტანტებს აერთიანებს.  ჯგუფი 2020 წლის მარტის ბოლოს ტურიზმის სფეროს დასახმარებლად და პოსტ-პანდემიური კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად შეიქმნა. 

 

Businesspartner