ტურიზმი
17/06/2020

მცხეთის ტურისტული სექტორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო ჯგუფს ქმნის

მცხეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული სექტორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფს შექმნის. მიზანი კორონავირუსის პერიოდში მიყენებული ზიანის დროული აღმოფხვრა და ყველა იმ რეკომენდაციის სწორი დანერგვაა, რომელიც ჰორეკა სექტორს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრები ტურისტულ სექტორთან უახლოეს დღეებში დუშეთში, თიანეთში და ყაზბეგშიც გაიმართება.

Businesspartner