ბიზნესი
23/12/2022
ავტორი: Business Partner

ვარკეთილში მაღაზია "ჩემი სათამაშოების სახლი" გაიხსნა

თბილისში სათამაშოების კიდევ ერთი მაღაზია „ჩემი სათამაშოების სახლი“ გაიხსნა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ვარამაშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, მაღაზიაში წარმოდგენილია სათამაშოების ფართო ასორტიმენტი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა გათვლილი.

„ბაზრის შესწავლის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნული ტიპის პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება მომხმარებელს საკმაოდ ბევრი დასახელების სათამაშოები  შევთავაზოთ. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მაქსიმალურად ვეცდებით მაღაზიაში მოსულ მომხმარებლს ხელმისაწვდომი ფასები დავახვედროთ,“-აცხადებს ვარამაშვილი.

"ჩემი სათამაშოების სახლის" თანადამფუძნებელი გიორგი ბიძინაშვილი კი განმარტავს,რომ კომპანიაში მოქმედებს ონლაინ მიწოდების სერვისიც. მისი ინფორმაციით, ახლადგახსნილი „ჩემი სათამაშოების სახლი“ ბავშვებს პერმანენტულად საკმაოდ ბევრ სიუპრიზს შესთავაზებს.

„ჩემი სათამაშოების სახლი“ ვარკეთილში, სწორედ იმ პარკის მიმდებარედ (საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N1) მდებარეობს, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ საზეიმოდ გახსნა.