ტურიზმი
15/09/2020
მთიან აჭარაში ველობილიკები მოეწყობა - 6 კმ-იანი ბილიკით შუახევი და ქედა ერთმანეთს დაუკავშირდება
მთიან აჭარაში ველობილიკები მოეწყობა. ახალი ატრაქცია 6 კილომეტრიანი ბილიკით შუახევი და ქედა ერთმანეთს დაუკავშირდება.
დაგეგმილია როგორც მარტივი მარშუტის ასევე ეგრეთწოდებული Down Hill–ის ტიპის ექსტრემალური დაშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ველომარშუტზე მოეწყობა მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, და საპირფარეშოები.
პროექტს აჭარის ტურიზმის სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს. ბილიკის დაპროექტება და სამშენებლო სამუშაობის შესასყიდად ტენდერი ხვალ გამოცხადდება.