ტურიზმი
31/08/2020

მთავრობა ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს - %-ის თანადაფინანსება კიდევ 6 თვით

მთავრობა ტურისტული ბიზნესისთვის დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს. პრემიერმა განაცხადა, რომ პაკეტს მალე მთავრობა განიხილავს და ის დამატებით პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს დამატებით კიდევ 6 თვით.

გიორგი გახარიას თქმით, ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, ამავდროულად, გიორგი გახარიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.

„ქობულეთი ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური კურორტული ზონა, ქალაქი. ტურიზმის გარეშე ქობულეთი წარმოუდგენელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. წელს პანდემიის გამო დავზარდალდით ყველანი, ქვეყანაც და აჭარაც, პირველ რიგში ქობულეთიც, თუმცა ჩვენ რითიც შეგვეძლო სწრაფად დავუდექით განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, სასტუმრო ბიზნესს გვერდით. აქამდე არ მითქვამს აჭარაში, რადგან აჭარის ფარგლებშიც ქობულეთი ალბათ ყველაზე უფრო დაზარალდა, აქედან ვიტყვი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, უკვე იყო კონსულტაციები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.

"ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, სახელმწიფო წარმატებით ებრძოლოს პანდემიას და პარალელურად არ ზრუნავდეს ეკონომიკაზე.