ტურიზმი
17/12/2020

მატეო ბოჩი: პანდემიამ ტურიზმის სექტორის მდგრადობის მნიშვნელობა კარგად დაგვანახა

HCL Management-ის წარმომადგენელი მატეო ბოჩი შავი ზღვის რეგიონისადმი ტურისტების ინტერესისი ზრდასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ შავი ზღვის რეგიონი, როგორც ტურისტული ადგილი საკამოდ ძლიერდება, პანდემიის გამოწვევებმა კი კარგად დაგვანახა რამხელა მნიშვნელობა აქვს ტურიზმის სექტორის მდგრადობას. ტურიზმის სექტორის მახასიათებლებსას აქცენტი ძირითადად სეზონურ ვიზიტორებზეა, რაც დიდ დატვირთვას ახდენს რეგიონოის ეკოსისტემაზე და საზოგადოებაში დაძაბულობას ქმნის. მოკლე პერიოდში ბევრი ვიზიტორის კონცეტრირება ხდება, საჭიროა მუშაობა, რომ შევამსუბუქოთ დატვირთვა კულტურულ ძეგლებზე, ინფრასტუქტურასა და განვტვირთოთ ნაკადთან დაკავშირებული სირთულეები”, – აღნიშნავს მატეო ბოჩი.

მისი ინფორმაციით, პროექტი „ტურიზმის გავლენის მოდელი“ მუშავდება და გვეხმარება მონაცემების შეგროვებაში, რომ უკეთ დავინახოთ რაშია პრობლემა და სწორად განვავითაროთ მდგრადი ტურიზმი.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ორგანიზებულ ვორკშოპზე „დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, განიხილება ვროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტზე ისაუბრა მატეო ბოჩიმ, რომელიც საბერძნეთს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ გარემოსთან დაკავშირებული და სოციალური საკითხები ის ორი პარამეტრია, რომელიც  გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს.

„მდგრადობაზე საუბრისას იგულისხმება გაეროს გლობალური განვითარების მიზნები, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოთ გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება. საშუალება გვაქვს მოვახდინოთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება, რომლითაც შემდგომში ევროკავშირთან ვითანამშრომლებთ.

ტურიზმის გავლენის მოდელის გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათ პროექტები მოვიზიდოთ ინვესტორები და დაფინანსება. საბოლოო ჯამში, „ტურიზმის გავლენის მოდელი“ ემსახურება გამოწვევების გადაჭრას, და იმ საკითხების გამოვლენას, რომლის საშუალებითაც შევძლებთ ევროკავშირთან წარმატებულ ურთიერთობას,“ – აღნიშნა მატეო ბოჩიმ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „T4BS“ მიზნად ისახავს დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის შესაძლებლობების ჩვენებას ტურიზმის განვითარების ჭრილში. შესაბამისად, იგი დაეხმარება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ტურიზმის მდგრად განვითარებაში და ადგილობრივი საზოგადოებისათვის ტურიზმის მიერ გენერირებული სოციო-ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებაში. პროექტს ახორციელებს 6 პარტნიორი 5 ქვეყნიდან - სლოვენია, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა და რუმინეთი. პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ხელსაწყო „ტურიზმის გავლენის მოდელი“ სულ ეხლახანს გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“.

 

ფოტო: hospitalityinsights.ehl.edu

Businesspartner