ტურიზმი
04/03/2021

მარტის ბოლოდან საქართველოში ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იფრენს

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იფრენს.

"მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi. რეისებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით",- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მარტში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში დაახლოებით 70-მდე რეგულარული ავიარეისი განხორციელდება, ზაფხულში კი კვირაში ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.