ტურიზმი
15/09/2020

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას.

მისი ფართობში 1022.5 ჰექტარის ნაცვლად, 5958.3 ჰექტარი ტერიტორია შევა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალსა და ცივ-გომბორის აღკვეთილს მოიცავს.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო.

ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის მურა დათვის, კეთილშობილი ირმის და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა და უთხოვარის დაცვაა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ტერიტორიას მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და ეკო-ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მოხვდეს სხვადასხვა ტურისტულ პუნქტებში სოფ. თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემში.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის.

 

Businesspartner