ტურიზმი
21/03/2020

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მსოფლიო რადარებზე კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მებრძოლი ქვეყანაა

საქართველო  საერთაშორისო რადარებზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მომუშავე ქვეყანაა, რომელიც ყველა ზომებს იღებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა.

მარიამ ქვრივისვილის თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად მთავრობის მიღებული ზომები  ეხმარება ტურიზმის ინდუსტრიას, რომ საქართველო წარმოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურად მომუშავე ქვეყანა, სადაც უამრავი აქტივობაა კორონავირუსის ზარალის მინიმაზებისთვის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსალოდნელი ზარალის მიუხედავად საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მოლოდინები პოზიტიურია.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა ტურიზმის და საავიაციო ინდუსტრია.

“გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვარაუდით,  მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა წლის ბოლომდე მინიმუმ 3%-ით შემცირდება, საერთაშორისო – მინიმუმ 15%-ით. ამ პროგნოზის მიუხედავად საქართველოში მოლოდინები პოზიტიურია, ჩვენ ვუყურებთ,  როგორც გარდამავალ პროცესს.  ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეს  მთავრობა მნიშვნელოვან  სამუშაოებს ატარებს, როგორც კი იქნება შესაფერისი დრო ჩვენ შევძლებთ ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს,“ – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

Businesspartner