ტურიზმი
28/07/2020

ლიეტუვაში ჩასულ ქართველებს 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა არ მოუწევთ

ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები სავალდებულო 14 დღიან თვითიზოლაციას არ გაივლიან.   

იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა, გადაწყვეტილება შეიცვალოს.

უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია AirBaltic ფრენებს 5 აგვისტოდან დაიწყებს, რომელსაც Airbus A 220-300 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

რიგა– თბილისი / ყოველ ოთხშაბათს

თბილისი–რიგა / ყოველ ხუთშაბათს

20 აგვისტოდან კი ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება:

რიგა– თბილისი / ოთხშაბათს და კვირას

თბილისი–რიგა / ხუთშაბათს და ორშაბათს

 

 

 

Businesspartner