ტურიზმი
20/03/2020

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავი ხელოვნურად გაანეიტრალეს

ის ზვავსაშიში ზონები, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლას ხელს უშლიდა, ზვავის ხელოვნურად გამომწვევი მობილური დანადგარით, ე.წ. დეიზიბელით გაიწმინდა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, გაწმენდითი სამუშაოები იმ მონაკვეთებზე მიმდინარეობს, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„სტეფანწმინდა ლარსი საავტომობილო გზის – კობი გუდაურის მონაკვეთის ზვავისგან განეიტრალების პროცესი უკვე დასრულებულია. სპეც-ტექნიკა ამ ეტაპზე გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებს,“ – განმარტავენ მთის კუროტების განვითარების კომპანიაში.

Businesspartner