სოფლის მეურნეობა
14/10/2020
"აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს
"აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის.
საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.
„აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია.
საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია.
სულ საუდის არაბეთის ბაზარზე ექსპორტზე 2020 წლის 9 თვეში 4,5 მლნ დოლარის ცოცხალი ცხვარია გავიდა, 36%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის 9 თვეში.