ტექნოლოგიები
07/07/2021

Stem Box - ქართული პროდუქტი, რომელიც ბავშვებს ინოვაციური პროექტების შექმნაში დაეხმარება

Stem box-ი ქართული ინოვაციური პროდუქტია, რომლიც სულ რამდენიმე დღეა ბაზარზე გამოჩნდა. მისი საშუალებით ბავშვები და ზრდასრულები სწავლობენ იდეის პროტოტიპირებისთვის საჭირო სრულ პროცესს: ამოცანის დაგეგმვა, კონსტრუქციის შექმნა, ელექტრული ნაწილის შემუშავება/განხორციელება და ბოლოს ტესტირება.

კომაპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის უპირველესი მიზანი საზოგადოებისთვის ტექნოლოგიების სიღრმისეულად შესწავლაა, რაც აუცილებლად დიდ შედეგებს მოუტანს ქვეყანას, როგორც განათლების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად.

“Stem box-ის (Science, Technology, Engineering, Mathematics) პირველი ვერსია შექმნილია 8 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მივცეთ შესაძლებლობა ამ მიმართულებით ცოდნას საფუძველი ჩაუყარონ, რათა უკვე სკოლის ასაკში შეძლონ ჭკვიანი, ინოვაციური პროექტების შექმნა, ამ მიმართულებით შემოსავლის დაგენერირება.

სიამაყით ვიტყვით, რომ პროდუქტი არის ქართული. მის საწარმოებლად მხოლოდ წვრილი დეტალები შემოგვაქვს უცხოეთიდან. Stem box-ი ჩვენმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა შექმნეს და ადგილობრივად ვაწარმოებთ უმეტეს ნაწილს. ჩვენს რეგიონში პირველები ვართ, ვინც ასეთი სასწავლო პლატფორმა შექმნა, მაგრამ არა მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ბევრი უპირატესობა გაქვს ჩვენს ანალოგებთან შედარებით,“ – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი „ბიზნესპარტნიორთან“.

ამ ეტაპზე Stem box-ის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, პროდუქტის რაოდენობა შეზღუდულია, რადგან მცირე რაოდენობით იწარმოება. 1 ბოქსის ფასი, რომელიც 5 სხვადასხვა საკმაოდ შრომატევად და სახალისო პროექტს მოიცავს, ₾199-ია.

სამომავლოდ, ყველა ბოქსი ასაკობრივ კატეგორიებად იქნება დაყოფილი და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ Subscription–ით, ანუ გამოწერის მოდელით ისარგებლონ და მიიღონ დამატებითი სარგებელი.

პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022