კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
"აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარისას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენების დაწყების აუცილებლობაზე მხარეები დიდი ხანია საუბრობენ.
როგორც Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Manhattan Link-ი თბილისი-ნიუ-იორკის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ხელშეწყობაზე ინტერესი გამოხატა. მისივე თქმით, ფონდის წარმომადგენლები ავიაკომპანია Georgian Airways-სთან ერთად ბიზნეს-გეგმაზე უკვე მუშაობენ.
"ბიზნესპარტნიორის" ეთერში მაშინ აღინიშნა, რომ სახელმწიფო დონეზე არის მზაობა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი.