ბიზნესი
18/02/2021

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობით Manhattan Link-ი დაინტერესდა

ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Manhattan Link-ი თბილისი-ნიუ-იორკის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ხელშეწყობაზე ინტერესი გამოხატა.

ფონდის წარმომადგენლები ავიაკომპანია Georgian Airways-სთან ერთად ბიზნეს-გეგმაზე უკვე მუშაობენ.

„ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდს, რომელიც დაინტერესებულია საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები განხორციელდეს, ეს პროექტი მიბმულია ასევე სხვა თემებთან. ეს არის ნიუ-იორკის კორპორაცია. მათი წარმომადგენლები 1 თვის წინ იყვნენ საქართველოში. ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული მხარის მხრიდან, მზადდება ბიზნეს გეგმა, რისთვისაც საჭიროა 2 წელიწადი, რასაც აქვს თავის ეტაპები. ჩართული იქნება ამერიკული და  ქართული მხარე, ავიაკომპანიების თუ მთავრობის დონეზე, ასევე კერძო ინვესტიციის დონეზე. განხორციელებული იქნება ფინანსური ინვესტიცია, მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული მარტო ავიაციასთან, აქ იქნება ჩართული კულტურა, ეკონომიკა, ტურიზმი, განათლება, მედიცინა...“ - განაცხადა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა. 

რომან ბოკერია ეთანხმება გამონათქვას, რომ „ხშირად პრობლემა ქმნის შესაძლებლობას“ და აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობას ხედავს.

"ბიზნესპარტნიორის" ეთერში აღინიშნა, რომ სახელმწიფო დონეებზე არის მზაობა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი.

„თემა ვერ დაიწყება ვერც ავიაკომპანიის გარეშე და ვერც სახელმწიფოს მზადყოფნის გარეშე“, - ამბობს "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას ავიაკომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება სავსებით რეალურია. 

  

 

ფოტო: express.co.uk