"კახეთში საერთაშორისო ვიზიტორების დანაკლისს შიდა ტურიზმი მეტ-ნაკლებად ავსებს"
კახეთში ტურიზმის გამოცოცხლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
კახეთის მხარის რწმუნებული მიიჩნევს, რომ რეგიონში ტურიზმის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება განაპირობა, ახალი ტურისტული ობიექტების სიმრავლემ, როგორიცაა რედისონ წინანდალი, შატოები, საოჯახო მარნები, ისეთი ტიპის კურორტები როგორიცაა ლოპოტა, კაჭრეთის ამბასადორი, ყვარლის და ილიას ტბა. ამავდროულად არის მრავალფეროვანი - ისტორიული, სათავგადასავლო, გასართობი მიმართულების ადგილები, ლაგოდეხის ნაკრძალი და სხვა.
„შიდა ტურიზმის გასააქტიურებლად ინტენსიურად გრძელდება პანდემიამდე დაწყებული პროექტების განხორციელება. ყველა სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, განხორციელდეს ისეთი პროქტები, როგორიცაა სასტუმროების მშენებლობა, ევროკავშირის დონორი ორგანიზაციების პროექტები და ზოგადად ტურისტული სექტორი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ,“– ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
მისი თქმით, სასტუმროსა და ტურისტული ობიექტის მშენებლობა, რომელიც დაწყებული იყო კოვიდამდე, ეკონომიკის ამოქმედების შემდეგ განახლდა. ამ ეტაპზე მუშაობა მიდის თუშეთისკენ მიმავალი საბაგირო გზის მშენებლობაზე,
კახეთის რწმუნებულის თქმით, პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის შეჩერებამ, საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა. "ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდიოდა კახეთში, ადგილზე აგემოვნებდა ქართულ ღვინოს და დიდი რაოდენობითაც იყიდებოდა. ამ დანაკლისს ამ დროისთვის შიდა ტურიზმი მეტნაკლებად ავსებს".
ირაკლი ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე კახეთს უფრო მეტი ტურისტი ესტუმრება.